04:29 - 24 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 23:44:20, 272 ნახვა

სამხედრო
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ხუთი ბაზა ყატარის დარტყმის შემდეგ გაძლიერებულ მზადყოფნაში გადაიყვანა

სირიის პროვინცია ჰასაკაში მდებარე კასრაკის ამერიკული სამხედრო ბაზა სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი ირანის ან მის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან შესაძლო თავდასხმების საფრთხის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სირიის სამხედრო წრეებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მაქსიმალური საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი ასევე გამოცხადდა ერაყში, აინ ალ-ასადის აშშ-ის სამხედრო ბაზაზე. გარდა ამისა, როგორც IRIB News წერს, განგაში ატეხეს ამერიკულ ბაზებზე ყატარში, ბაჰრეინსა და ქუვეითში.

ესკალაციის ფონზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა: ერაყმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ქუვეითმა დროებით შეაჩერეს ფრენები საკუთარ საჰაერო სივრცეში. ამის შესახებ Flightradar24 პორტალის მონაცემები მოწმობს.

სიფრთხილის ზომები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ირანმა 23 ივნისს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. Axios-ის ცნობით, ირანულმა ძალებმა ექვსი რაკეტა ესროლეს კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, ხოლო კიდევ ერთი - ერაყში მდებარე აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზას. ალ-უდეიდი რეგიონში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზაა და ასევე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წინა შტაბ-ბინაა.

თავის მხრივ, „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ ირანმა კატარის ხელისუფლებას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ აცნობა და მოქმედებები კატარის ოფიციალურ პირებთან შეათანხმა. გამოცემის წყაროების ცნობით, თეირანი ცდილობდა სიმბოლურად ეპასუხა აშშ-ის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე, სიტუაციის მასშტაბურ ესკალაციამდე მიყვანის გარეშე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ხუთი ბაზა ყატარის დარტყმის შემდეგ გაძლიერებულ მზადყოფნაში გადაიყვანა
ევროპელთა უმეტესობა მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების ზრდას, ბირთვული ფარის შექმნას და უკრაინის მხარდაჭერას აშშ-ს დახმარების გარეშე.
ემანუელ მაკრონი - ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება უნდა იყოს ხალხის ნების შედეგი
დოჰაში მკაცრად გმობენ ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი