2025-06-23 20:02:52, 264 ნახვა
პოლიტიკა
კაია კალასი - იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ მოსამართლეებისთვის, რომლებიც რეპრესიულ ღონისძიებებს ახორციელებენ
![]() ჩვენი მიზანია ის კონკრეტული ადამიანები დავსაჯოთ, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებასთან და შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვას. მისი თქმით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელები უკიდურესად მკაცრია და არც კი იცის, „რა არის შესაფერისი სიტყვა“. კალასის განცხადებით, სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია, შესაბამიად, განიხილეს სანქციების დაწესების საკითხი იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებენ. კალასმა განაცხადა, რომ სანქიცებთან დაკავშირებით ამჟამად შეთანხმებას ვერ მიაღიწეს, თუმცა საკითხს ივლისში დაუბრუნდებიან. „დღეს ეს საკითხიც განვიხილეთ. ვგულისხმობ სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ქმედებებს სჩადის და ასევე, თუ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილ სასჯელებს დავაკვირდებით ცხადია, რომ ისინი უკიდურესად მკაცრია, არც კი ვიცი რა არის შესაფერისი სიტყვა, მაგრამ ისინი ამ ქმედებების პროპორციული არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია, ამიტომ ასევე იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ამ ღონისძიებებს ახორციელებენ. ასე რომ, ჩვენ დღეს განვიხილეთ ეს საკითხი და ამას ივლისში დავუბრუნდებით. ამჟამად შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ შესაძლოა მომავალში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის ან საქართველოს დასჯა. ჩვენი მიზანია ის ადამიანები დავსაჯოთ, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ“, - განაცხადა კაია კალასმა.
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ხუთი ბაზა ყატარის დარტყმის შემდეგ გაძლიერებულ მზადყოფნაში გადაიყვანა
ევროპელთა უმეტესობა მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების ზრდას, ბირთვული ფარის შექმნას და უკრაინის მხარდაჭერას აშშ-ს დახმარების გარეშე.
ემანუელ მაკრონი - ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება უნდა იყოს ხალხის ნების შედეგი
დოჰაში მკაცრად გმობენ ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს
|
რედაქტორის რჩევით
![]() ევროპელთა უმეტესობა მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების ზრდას, ბირთვული ფარის შექმნას და უკრაინის მხარდაჭერას აშშ-ს დახმარების გარეშე.
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ომი უკრაინაში![]() უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა
![]() რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|