11:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 18:19:20, 642 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამართალდამცავებმა ხელბორკილები “ლელო ძლიერი საქართველოს“ ოფისში დაადეს.

ადგილზე შეკრებილები არიან ლიდერების მხარდაჭერები, პოლიტიკოსები, ადგილზე იმყოფება ასევე, მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აკერძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics