2025-06-23 15:54:50, 267 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაკავება მხოლოდ მის სისუსტეზე მიუთითებს
![]() არათუ უკან დახევას, ვაპირებთ ბრძოლას მანამ, ვიდრე არ გავათავისუფლებთ საქართველოს ივანიშვილისგან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განაჩენი შეაფასა, რომელსაც მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაკავება მხოლოდ მის სისუსტეზე მიუთითებს. „ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები, ერთიანები. ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. წარმოიდგინეთ, ის, რომ ძლიერი იყოს, პოლიტიკურ ოპონენტებს ან ახალგაზრდებს ციხეში ჩასვამდა? სუსტია და იმიტომ. დაკავებას ველოდი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ერთადერთი გზა, რაც დარჩენილი აქვს, არის ის, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს. სხვა არაფერი დარჩა, არ არის აღიარებული ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, მაგრამ ერთი რამ იცოდეს- ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, კიდევ უფრო ერთიანი იქნება. არათუ უკან დახევას, ვაპირებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ გავათავისუფლებთ საქართველოს ივანიშვილისგან, ამ რეჟიმისგან, რომელიც საბოლოოდ, ეღობება მე და მამუკას, ზურას მომავალს კი არა, საქართველოს, ჩვენი შვილების მომავალს. არ უნდათ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და უნდათ დაისაჯოს ქართველი ხალხი. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ხმას აღიმაღლებს და ამ ადამიანებს საკუთარ ადგილს მიუჩენს. არსებობს ერთადერთი გეგმა, ბრძოლა ბოლომდე იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ“,-განაცხადა ვაშაძემ.
ევროპარლამენტარი - საქართველოს მმართველი პარტია ოპონენტებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებს; ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დაცული რიგი უფლებები და პრივილეგიები უქმდება
კაია კალასი - განვიხილეთ მზარდი რეპრესიები საქართველოში, მზად ვართ, განვიხილოთ შემდგომი შემზღუდავი ზომები
ხატია დეკანოიძე - თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა
![]() რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|