23:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 17:48:30, 1210 ნახვა

მსოფლიო
OSINT ანალიტიკოსები - ამერიკული B-2 ტიპის ბომბდამშენები გუამის სამხედრო ბაზისკენ გაფრინდნენ

ბრიტანული ახალი ამბების ვებგვერდი UK Defence Journal და ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების B-2 Spirit ტიპის ბომბდამშენებმა მისურის შტატში მდებარე უაიტმენის საჰაერო ბაზა დატოვეს და დასავლეთის მიმართულებით გაფრინდნენ.

წყაროების ცნობით, ბომბდამშენებს თან ახლავთ თვითმფრინავების საჰაერო გამართვის უნარის მქონე KC-135-ის ტიპის სტრატოტანკერები, რომლებსაც ჰაერში ბომბდამშენების საწვავით მომარაგება შეუძლიათ.

ზოგიერთი ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსის მიხედვით, თავდაპირველი დანიშნულების ადგილი აშშ-ს გუამის ტერიტორიის სამხედრო ბაზაა, საიდანაც ბომბდამშენები, სავარაუდოდ, ინდოეთის ოკეანეში, დიეგო გარსიის სამხედრო ბაზაზე განლაგდებიან, რომელიც თეირანიდან 5 000-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავების ორი ჯგუფი, რომელთაგანაც თითოეული ოთხი საჰაერო ტანკერისგან შედგება, ესკორტს უწევს B-2 ტიპის 6 ბომბდამშენს, რომლებიც კოდურ სახელწოდებას "MYTEE21-ს" იყენებენ. აღნიშნული სახელწოდება წარსულში სტელსის ტიპის ბომბდამშენების მისიებთან იყო დაკავშირებული. 

B-2 Spirit შორი რადიუსის საიერიშო მისიებისთვის არის შექმნილი და მას, როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული იარაღის, გადატანაც შეუძლია. ამასთან, აღნიშნული ბომბდამშენი ერთადერთი ამერიკული თვითმფრინავია, რომელსაც ბუნკერების საწინააღმდეგოდ შექმნილი GBU-57-ის ტიპის ბომბის გადატანის უნარი აქვს.

თავდაპირველად აშშ-მ დიეგო გარსიაზე B-2 ტიპის ექვსი ბომბდამშენი აპრილის თვეში გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით ისინი Boeing B-52-ის ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ჩაანაცვლეს, B-2 Spirit-ები კი აშშ-ში დაბრუნდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics