2025-06-21 15:11:51, 253 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - რომეო მიქაუტაძე იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“
![]() რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან, ეს იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“ და როგორც ჩანს, კობახიძეს ახლა ფული ერთი ჯიბიდან, მეორეში გადააქვს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებაში“ შიდა კლანურ დაპირისპირებაზე მეტყველებს და ეს მოცემულობა უფრო მეტად უნდა გამოიყენოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ. „რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან, ეს იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“ და როგორც ჩანს, ქართველი ხალხისგან მოპარული ფული კობახიძეს ახლა ერთი ჯიბიდან, მეორეში გადააქვს. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება, ივანიშვილის პარტია არ არის არავითარი მონოლითი, უამრავი კლანური დაპირისპირებაა სახეზე, რაც ჩვენი აზრით, უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული დემოკრატიული საზოგადოების მიერ”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ. ცნობისთის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
OSINT ანალიტიკოსები - ამერიკული B-2 ტიპის ბომბდამშენები გუამის სამხედრო ბაზისკენ გაფრინდნენ
ემანუელ მაკრონი - ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს
ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია
![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|