2016-03-18 22:18:57, 1059 ნახვა
მსოფლიო
პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ბელგიაში დააკავეს
ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, სპეცოპერაციის შედეგად, პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს.
Washington Post-ის ცნობით, სამშაბათს ჩატარებული რეიდის დროს 26 წლის სალაჰ აბდესლამის თითის ანაბეჭდები მოლენბეკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, რის შედეგადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიგეგმა. ბელგიელი სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ მეორე ეჭვმიტანილს, რომლის ვინაობასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან