2025-06-20 15:55:03, 244 ნახვა
სამართალი
ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
![]() „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს, 17:00 საათზე გამოაცხადებს. მოსამართლე ზვიად შარაძემ სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლემ პროცესი გადადო. ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
რევაზ სოხაძე სამეგრელოში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
EU-ს 7 ქვეყანა უკრაინასთან მებრძოლ რუსებზე შენგენის ვიზის გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს, ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
![]() რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|