|
2025-06-20 13:56:06, 1092 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - სენატორი რიში კიდევ ერთხელ ახსენებს ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს, რომ ეს არის ერთპარტიული ბრბო
სენატორი რიში კიდევ ერთხელ ახსენებს ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს, რომ ეს არის ერთპარტიული ბრბო, რომელიც ვერანაირად ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, -ასე შეაფასა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადება, რომლის თქმით, „აშშ-საქართველოს ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო“. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, მეგობარი ქვეყნების მხრიდან მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო გაძლიერდება და „საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან მარტო ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“. „სენატორი რიში, რომელიც საქართველოს მეგობარი ამერიკელი სენატორია, წლების განმავლობაში მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს. ის ცალსახად, კიდევ ერთხელ ახსენებს ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს, რომ ეს არის ერთპარტიული ბრბო, რომელიც ვერანაირად ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას. თავის მხრივ, ის უნდა ემზადებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სცენარისთვის, რაც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან ძალაუფლების გადაბარება. ეს მხარდაჭერა, რომელიც მუდმივად მომდინარეობს ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, მეგობარი პოლიტიკოსებიდან, არ შეიცვლება, მხოლოდ და მხოლოდ გამრავალფეროვნდება, გამრავლდება და საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან მარტო ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“,- განაცხადა კუპრაძემ. გარდა ამისა, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ციხეში ყოფნა პოლიტიკურ სტრატეგიას არც შეანელებს და არც შეცვლის, არამედ პირიქით, უფრო მძაფრს გახდის. „მიუხედავად იმისა, როგორ წარმოუდგენია ივანიშვილს ზეწოლა პოლიტიკურ ლიდერებზე, მათ შორის „ლელოს“ ლიდერების დაკავების მცდელობა, სურვილი, თუ ა.შ. ყველას ნათლად უნდა ესმოდეს, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, რომ არანაირი დაკავება, დაპატიმრება და ციხე ჩვენ პოლიტიკურ სტრატეგიას, პოლიტიკურ ბრძოლას არც შეანელებს და არც შეცვლის, პირიქით, გახდის უფრო მძაფრს, კრიტიკულს და უფრო ძლიერს. ამაში ვართ დარწმუნებულები ვართ და ამ მხარდაჭერას ფლობენ, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერები“, - განაცხადა კუპრაძემ. გარდა ამისა, ირაკლი კუპრაძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 6 წლისთავზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის და პროკურატურის პირობებში, 20 ივნისის საქმე გამოძიებული იქნება, დამნაშავეები კი დაისჯებიან. „6 წელი გავიდა 20 ივნისის შემდეგ და ეს უმძიმესი დანაშაული საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების წინაშე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. სამწუხაროდ, არავის, მათ შორის იმ პირებს, ვინც ოპოზიციაში გადავიდნენ, დღემდე არ უსაუბრიათ ღიად და გულწრფელად, ვინ გასცა ბრძანება, რა ტიპის დანაშაულებრივი შეცდომები იქნა დაშვებული. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ხელისუფლების, ახალი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის და პროკურატურის პირობებში, 20 ივნისის საქმე იქნება გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი“, - განაცხადა კუპრაძემ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)