2025-06-20 12:47:34, 250 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - ჩემი პროგნოზია, რომ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც ჯაფარიძემ, მელიამ და გვარამიამ
![]() ჩემი პროგნოზია, რომ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც, სავარაუდოდ, იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც ზურა გირჩი-ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გაიზიარეს - უმადური საქმეა იმის გამოცნობა, გუშინ საღამოს ბიძინა ივანიშვილმა რა გადაწყვიტა მიიღო, ამიტომ მეც ველოდები, როგორი იქნება, არა მოსამართლის, არამედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერი ლიდერების არ მისვლის გამო მიმდინარე სასამართლო პროცესებს გამოეხმაურა. სანიკიძის შეფასებით, საქართველოში გარკვეული მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებენ. „მთლიანად ეს პროცესი [პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია] არის ფარსი. გასულია, როგორც კანონმდებლობით, ისე მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით. ამიტომ ამ ხარკის გადახდა - გირაოს სახით, თუ შემდეგ სხვადასხვა სასჯელის დაკისრებასთან დაკავშირებით, სამართლებრივ ნონსენსზე დგას. სასამართლო სისტემაში არიან ე.წ. ჯალათი მოსამართლეები, რომლებსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ. თვითონ ამ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. ის მოსამართლე [ირაკლი შვანგირაძე], რომელსაც ნიკა მელიამ წყალი შეასხა, არ არის მოსამართლე, არ არის სასამართლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ეგზეკუცია… როდესაც მოსამართლე ჰქვია, მანტია გასხია და შენს სინდისს, შინაგან განწყობას, მტკიცებულებებს არ ემორჩილები, არამედ მთლიანად დამოკიდებული ხარ, რა „მესიჯი” მოგივა ან პროკურატურიდან, ან ლევან მურუსიძის „კლანიდან”, ასეთი მოსამართლე მინიმუმ წყლის შესხმას ნამდვილად იმსახურებს”, - განაცხადა სანიკიძემ. გარდა ამისა, სანიკიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარია ხელმეორედ არ უნდა მივიდეს. „ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად აღიარა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს კონკრეტული ტერიტორიის ოკუპაცია მოხდა, რასაც ისინი აქამდე უარყოფდნენ. ახლა თავად საუბრობენ, რომლის გამოისობით მოხდა ეს ოკუპაცია, ერთმანეთს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ეჯიბრებიან. ჩემი აზრით, ესეც სამარცხვინოა. ჩვენებების მიცემა და პროკურატურაში მოქმედი/ყოფილი გენერლების სირბილი, რომლებიც ამ პროცესში (დროებით საგამოძიებო კომისიაზე) ჩართული იყვნენ. ჩემთვის, ესეც გულის ამრევია. რაც შეეხება ჩორჩანის ეპიზოდს, 2012 წლამდე ე.წ. საოკუპაციო ხაზთან „ნაციონალური მოძრაობის” დროს ბევრად უფრო მეტი სამართალდამცველი იყო და ბევრად უფრო ნაკლები შემთხვევა იყო საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცების. ამის უფრო ეფექტურად დაცვა შესაძლებელი იყო. მე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას” მორალური უფლება არ აქვს ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბროს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიასგანაც ბევრად უფრო მკაფიო პასუხებს მოვისმენდი. ვფიქრობ, რომ ეს არ არის მიზეზი მისი პოლიტიკური დევნის, ეს არის საბაბი. ამ საბაბის გამოყენება ამორალურია. დღეს 20 ივნისია და შეუძლებელია გიორგი გახარიაზე არ ვისაუბრო და ეს თარიღი არ ვახსენო. მე მიმაჩნია, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში 20 ივნისი ხელახლა გამოძიებული უნდა იყოს. ამიტომ ამ თემით მანიპულაცია „ქართული ოცნების” და გიორგი გახარიას მხრიდან სახელმწიფო ინტერესისთვის დამაზიანებელია. მე მაინტერესებს გიორგი გახარია იგივე შეცდომას დაუშვებს თუ არა, რაც პირველ ჯერზე დაუშვა. მე გიორგი გახარიას ადგილას [პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე] არც პირველ ჯერზე მივიდოდი და ამ კომპრომისზე არ წავიდოდი, მაგრამ საინტერესოა გიორგი გახარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაციონალური აზროვნება მოითხოვს, რომ გიორგი გახარია არ მივიდეს და თეა წულუკიანს კიდევ თავიდან არ ემართლოს, მაგრამ ამ თვალსაზრისით გიორგი გახარიას დღის წესრიგის გამოცნობა უმადური საქმეა, იმიტომ, რომ როგორც წესი, საპირისპირო გადაწყვეტილებას იღებს”, - აღნიშნა სანიკიძემ.
გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევებით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ორი ადამიანი დაშავდა
იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
მამუკა ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს გამოაცხადებს
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
![]() რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|