2025-06-20 12:08:53, 243 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა საუკეთესო ციფრული SME ბანკის ჯილდო მოიპოვა
![]() საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს (SME Banking Agency) ორგანიზებით 17 ივნისს გამართულ დემო დღეზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებას მიეძღვნა, საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. ღონისძიებაში რეგიონის წამყვანი ბანკები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში ექსპერტებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, ციფრული პროდუქტების განვითარების მიდგომები. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგიები. დემო დღის ბოლოს კი SME Banking Agency-ის ექსპერტთა საბჭომ სომხეთში, საქართველოში და მოლდოვაში საუკეთესო SME ციფრული ბანკები გამოავლინა. საქართველოს ბანკი ამ შეფასების მიხედვით, ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა. „ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გაციფრულების სტრატეგია სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, ვვითარდებით მათთან ერთად და ვქმნით ციფრულ სერვისებს, რომლებიც არა მხოლოდ ქართულ რეალობას, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსაც პასუხობს“, — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. ცნობისთვის, SME Banking Agency არის SME Banking Club-ის ანალიტიკური მიმართულება, რომელიც რეგიონში მოქმედ ბანკებს ციფრული შესაძლებლობების, პროდუქტების ხარისხისა და ინოვაციური მიდგომების მიხედვით ყოველწლიურად აფასებს. მათი მიზანია წარმოაჩინონ საუკეთესო პრაქტიკები, გაუწიონ რეკომენდაცია ფინანსურ ინსტიტუტებს და ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების გაუმჯობესებას. თუ ჯერაც არ სარგებლობთ ქვეყანაში საუკეთესო ციფრული პროდუქტებით გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ისარგებლეთ ბიზნეს ინტერნეტბანკით - ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ. აირჩიეთ საუკეთესო თქვენი ბიზნესისთვის.
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
შალვა პაპუაშვილი - დღეს 20 ივნისია, დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა
ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
ელენე ხოშტარია - ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|