17:56 - 20 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 18:52:32, 451 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი უარყოფს WSJ-ს ცნობას, რომ ირანზე თავდასხმის გეგმა დაადასტურა და ბრძანება არ გასცა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მან ირანზე თავდასხმის გეგმა დაადასტურა, მაგრამ მოქმედების დაწყების ბრძანება ჯერ არ გაუცია.

"The Wall Street journal-ს წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით." - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ამერიკული გამოცემა, The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 17 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ირანზე თავდასხმის გეგმა დაადასტურა, თუმცა ბრძანების გაცემისგან თავი შეიკავა, რათა თეირანისთვის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის დრო მიეცა.

WSJ-ს ანონიმური წყაროების თქმით, ტრამპი იმედოვნებდა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების საფრთხე თეირანს აიძულებდა, მის მოთხოვნებს დათანხმებულიყო. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურად თქვა, რომ განიხილებოდა რამდენიმე შესაძლებლობა და ტრამპი თვალს ადევნებდა, როგორ ატარებს ოპერაციას ისრაელი.

აშშ-ს პოტენციური სამიზნე ფორდოს ბირთვული დაწესებულებაა, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს. ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა მიწისქვეშ, საკმაოდ ღრმადაა აშენებული და მის დანგრევას განსაკუთრებული სიმძლავრის ბომბები სჭირდება.

მცირე ხნის წინ, როცა ტრამპს ჰკითხეს, აპირებს თუ არა იერიში მიიტანოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მან უპასუხა: "შეიძლება კი, შეიძლება არა". მან კვლავ გაიმეორა, რომ ირანის მხრიდან საჭიროა უპირობო დანებება. "მომდევნო კვირა ძალიან დიდი იქნება, შეიძლება კვირაზე ნაკლებიც" - დაამატა ტრამპმა.

დანებების მოთხოვნების ფონზე, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აქამდე ამბობდა, რომ ამას არ აპირებენ. მისი თქმით, აშშ-ს სამხედრო ინტერვენცია "გამოუსწორებელ შედეგებს" მოიტანს.

ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების გაცვლის პარალელურად ახლო აღმოსავლეთში აშშ სამხედრო შესაძლებლობებს ზრდიდა. რეგიონში იმყოფება მათი სამი გამანადგურებელი ხომალდი და ორი ავიამზიდი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევებით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ორი ადამიანი დაშავდა
იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
მამუკა ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს გამოაცხადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი