18:17 - 20 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 16:50:31, 366 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი

ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთოოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის - ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც საელჩო ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა თვალთმაქცობაა.

„ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთო/ოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის. ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის, მაგრამ ამავე დროს [ოპოზიციის მხრიდან] ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი იმისთვის, რომ თავისივე უარყოფილი ორგანიზაცია, რომელთა ხელმძღვანელებზე ზეწოლა მოახდინეს, პოლიტიკურად დაამცირეს და სერიოზულად გაილაშქრეს მის წინააღმდეგ მას მერე, რაც მათ საქართველოსთან მიმართებაში 2024 წლის ოქტომბერში პოზიტიური გადაწყვეტილება დადეს. ახლა მათ ჩამოსვლას ითხოვენ, რაც თვალთმაქცობაა. არჩევნებზე დამკვირვებლების რაოდენობაც იქნება და კომისიაში ყველა ოპოზიციას ეყოლება თავისი წარმომადგენელი. გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა არაა, რომელსაც ელექტრონული არჩევნების სისტემა აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, ევროპული სტანდარტით ჩაივლის და შედეგიც იქნება”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს, ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!
გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევებით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ორი ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი