2025-06-19 10:53:46, 400 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო კომისია პარლამენტს სამუშაო ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
![]() პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სამუშაო ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კომისია 20 ან მაქსიმუმ 23 ივნისს მიმართავს ბიუროს იმისთვის, რომ პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი კომისიის უფლებამოსილების ერთი თვით გაგრძელების თაობაზე. სხდომაზე ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის თავმჯდომარის წინადადებას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს. რაც შეეხება დასკვნას, როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, ის 4 აგვისტომდე დამტკიცდება. „კანონმდებლობით გვაქვს უფლება, რომ ვიმუშაოთ 6 თვე, მეტი არა, შეგვიძლია ვიმუშაოთ ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ჩვენ უკვე მე-5 თვეა ვმუშაობთ ამ რეჟიმში და ჩვენი საქმიანობის ეს არის მხოლოდ ხილული ნაწილი. ის, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს, სამუშაო პროცესია და ამიტომ არ არის საჯარო, არის ადმინისტრაციულ პერსონალთან ყოველდღიური მუშაობა წერილების განხილვა და დასკვნის პროექტის წერა. ამიტომ, ჩვენ ვიფიქრეთ და დღეს კენჭისყრისთვის გთავაზობთ ასეთ საკითხს - ვითხოვოთ ბოლო, მე-6 თვით ჩვენი უფლებამოსილების გაგრძელება, მაგრამ ისიც ვილაპარაკეთ და საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ, რომ ივლისის თვეში ამ ტიპის საჯარო სხდომები ვეღარ იქნება ხშირი იმიტომ, რომ ჩვენი მთელი რესურსი დასკვნის პროექტს უნდა დავუთმოთ. გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა, ჩვენ ასეთი სხდომა აღარ გვექნება, თუმცა ის სხდომები, რომელიც გულისხმობს სამი წევრის მიერ - კომისიის სამი წევრი ვიკრიბებით და ვატარებთ გამოკითხვებს, ასეთი ფორმატები ივლისში შესაძლოა გაგრძელდეს. გთავაზობთ იმასაც, რომ აგვისტოს პირველ დღეებში, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს, მაგრამ შეიძლება მანამდეც, არაუგვიანეს 4 აგვისტოსი, ჩვენ შევიკრიბოთ ამ დარბაზში და დავამტკიცოთ კომისიის დასკვნა, რომელიც შემდეგ სექტემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას. აი, ეს არის, რაც ვისაუბრეთ, რაც საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი და თუ არის კვლავ თქვენი თანხმობა, რომ ჩვენ უკვე ხვალ და მაქსიმუმ ორშაბათს მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩვენი უფლებამოსილების ერთი თვის ვადით გაგრძელების თაობაზე საკითხის შეტანაზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს, ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!
გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევებით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ორი ადამიანი დაშავდა
იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
![]() რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|