18:07 - 20 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 21:29:16, 729 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

იუსტიციის სახლის საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა, გაგრძელდება ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„იუსტიციის სახლებში არის ხელმისაწვდომი დაახლოებით 500 სხვადასხვა საჯარო მომსახურება. საგარეჯოში უზრუნველყოფილი იქნება უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ მომსახურებას. მისასალმებელია, რომ საგარეჯოს შეემატა თანამედროვე ტიპის გამორჩეული არქიტექტურის კიდევ ერთი ნაგებობა. ახალი შენობა ერთიან, თანამედროვე სივრცეში აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამსახურს. მთლიანობაში, იუსტიციის სახლში 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული კომფორტულ გარემოში.

საგარეჯოს იუსტიციის სახლი მთლიანად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, წარმატებით ფყნქვიონირებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომლის სერვისითაც კახეთში  15 სოფლის 24 000-მა მცხოვრებმა ისარგებლა.

„ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იზრდება წვდომა სახელმწიფო სერვისებზე.  ეს არის მთავარი მიდგომა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში – მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა. გაგრძელდება მომავალშიც ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე. საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით და სათანადო ხელმისაწვდომობით. მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ასევე საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს, ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!
გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევებით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ორი ადამიანი დაშავდა
იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი