17:55 - 20 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 20:28:41, 578 ნახვა

პოლიტიკა
ISFED კობახიძის განცხადებაზე - ეუთო/ოდირი საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებს 4-ჯერ დააკვირდა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები [ISFED] ივანიშვილის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება ეუთო/ოდირის მისიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ მოწვევასთან დაკავშირებით. 

ISFED-ის განცხადებით, ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა.

"დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ აპირებს. აღნიშნულის მიზეზად ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკის არარსებობა დაასახელა, ხოლო 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა გამონაკლისად წარმოაჩინა.

ცნობისათვის, ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა. საქართველოს გარდა, 1997 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ეუთო/ოდირმა სადამკვირვებლო მისია სხვა 13 ქვეყანაში გამართულ 34 ისეთ ადგილობრივ არჩევნებზეც მიავლინა, რომელიც არ ემთხვეოდა სხვა ტიპის კენჭისყრას. ამასთან, არაერთ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები მონიტორინგის საგანს წარმოადგენდა საერთო არჩევნების ფარგლებში ან სხვა ტიპის ეროვნულ კენჭისყრასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ყურადღება საპარლამენტო ან/და საპრეზიდენტო არჩევნებზე კონცენტრირდება, ევროპის იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც დემოკრატიის კონსოლიდაცია ჯერ არ მომხდარა, ეუთო/ოდირის აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს". - წერს ISFED.

ირაკლი კობახიძემ 18 ივნისს განაცხადა, რომ "ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით". ივანიშვილს წარმომადგენელი აღნიშნულს ზოგადი პრაქტიკით ხსნის.

"რაც შეეხება ეუთო/ოდირს, თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები გვხვდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან". - თქვა კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევებით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ორი ადამიანი დაშავდა
იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
მამუკა ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს გამოაცხადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი