2025-06-18 17:51:53, 433 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები
![]() ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მუდმივ კოორდინაციაშია შესაბამის სამსახურებთან და ახდენს ვითარების მუდმივ მონიტორინგს. „საელჩოს თანამშრომლებმა სატელეფონო კონსულტაცია გაუწიეს საქართველოს 200-ზე მეტ მოქალაქეს. საელჩოს წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ქალაქ ბათ-იამში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები, განგაშის სიგნალის ამოქმედებისთანავე გადავიდნენ თავშესაფარში და დაიცვან უსაფრთხოების პროტოკოლი. განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს. საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7 – +972 3 609 3206“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევებით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ორი ადამიანი დაშავდა
იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
მამუკა ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს გამოაცხადებს
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
![]() რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|