15:51 - 20 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 16:45:45, 551 ნახვა

სამართალი
ნიკუშა კაცია მისი საქმის გამომძიებელზე - ეს ბატონი, რომელიც წინ დგას, საერთოდ არ მინახავს თვალით

ეს ბატონი, რომელიც წინ დგას, საერთოდ არ მინახავს თვალით, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკუშა კაციამ მისი საქმის გამომძიებელთან დაკავშირებით განაცხადა.

გამომძიებელი მირზა ჯაფარიძე სასამართლოში ჩვენებას აძლევს და ჰყვება, თუ როგორ მოხდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კაციას დაკავება და მისი ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული საშუალების ამოღება.

„სწორ პოზიციაში არ მიმაჩნია ჩემი თავი, კითხვები დავუსვა, ადამიანს, რომელიც იქ არ ყოფილა საერთოდ. ადამიანი, რომელიც მახსოვს ბევრი ლოკაციიდან, საერთოდ სხვა ადამიანია. ასეთი აბსურდის მომხრე თუ გავხდებოდი, არ მეგონა“, - განაცხადა კაციამ, თუმცა, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, მან მოწმე გამომძიებელს კითხვები მაინც დაუსვა.

„თქვენ ამბობთ რომ ლაშა ხარხელაურმა ამოიღო ნივთიერება. მას ჩემს არც ერთ ჯიბესთან შემხებლობა არ ჰქონია, რატომ აბრალებთ მას? რატომ ბრალდება მას, რომ ჩემს ჯიბესთან რამე კონტაქტი ჰქონდა? ამ შემთხვევაში, ლაშა ხარხელაურის ინტერესებს ვიცავ, რომელსაც საერთოდ არ ჰქონია ჩემს ჯიბესთან შემხებლობა....

თუკი წინააღმდეგობას გიწევდით, როგორ ჩამიყავით ჯიბეში ხელი? მე ჯიბეებზე ხელი დავიფარე. რატომ არ მაქვს ნანახი ის, რაც საქმეში დევს, პაკეტს ვგულისხმობ თავისი ნარკოტიკული საშუალებებით“, - განაცხადა კაციამ, რასთან დაკავშირებითაც მას ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მას „რა თქმა უნდა, ნანახი აქვს პაკეტი".

„როგორც თქვენ თქვით, ჩემი დამშვიდების შემდეგ, რატომ არ მოხდა ვიდეოგადაღება?"- მიმართა გამომძიებელს კაციამ, რაზეც მან უპასუხა, რომ „მისი დამშვიდების შემდეგ, მისი ნივთები უკვე ამოღებული იყო და რა უნდა გადაეღოთ“.

„რა გესაქმებოდათ ჩემს პირის ღრუში და იღლიებში? გარდა იმისა, რომ ეს იყო ემოციურად მიუღებელი, დამამცირებელი იყო“, - მიმართა მას კვლავ ბრალდებულმა, ეს კითხვა მოსამართლემ განარიდა, რადგან პასუხი უკვე გაცემული ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, ის ამ დროს „ოქმს ავსებდა".

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია
ისრაელ კაცი - თავდაცვის ძალებს, ირანის რეჟიმის დესტაბილიზაციის მიზნით, თეირანში სამიზნეებზე დარტყმების გაძლიერება დავავალე
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
„ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი