|
2016-03-18 18:07:09, 1068 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინ დონატსის“ კიდევ ერთი რესტორანი გახსნა
“ვისოლ ჯგუფმა“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქტერიოფაგის მიმდებარედ, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „დანკინ დონატსის“ კიდევ ერთი რესტორანი გახსნა და ერთგულ მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებებსა და სიურპრიზებს პირდება. კერძოდ, „ვისოლის“ ავტოსამრეცხაოზე მისულ მომხმარებელს „დანკინ დონატსი“ ექსკლუზიურად, ერთი თვის მანძილზე ყველაზე მაღალი ხარისხის, იტალიური ესპრესოს მარცვლებზე დამზადებული ყავით - „ამერიკანოთი“ უფასოდ გაუმასპინძლდება. „“ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიების განვითარება ახალ ფაზაში შედის. „დანკინ დონატსის“ ახალი რესტორანი „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე განთავსდა და ჩვენს ავტო-სამრეცხაოზე მოსულ მომხმარებელს დამატებით კომფორტს შეუქმნის. მომსახურების ხარისხის შემდგომი სრულყოფისათვის ჩვენ ერთ სივრცეში ვანთავსებთ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურს, როგორც წესი, გამორჩეულად მაღალი ხარისხის საწვავით, ვისოლის ავტო-სამრეცხაოს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობებითა და ევროპული სარეცხის საშუალებებით და ახლა უკვე „დანკინ დონატსის“ რესტორანს, რომელიც ქართული, ყოველდღიურად ახალი, ნატურალური პროდუქტებით, იტალიური ყავით, დახვეწილი დიზაინითა და ძალიან კომფორტული გარემოთი გამოირჩევა“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. 18 მარტიდან „დანკინ დონატსი“ ახალი რესტორნის გახსნის პარალელურად საკუთარ ქსელში ახალ კონცეფციასაც ჩაუშვებს. ამიერიდან, “დანკინ დონატსის” უკლებლივ ყველა რესტორანში გაიყიდება 4 პროდუქტისაგან შემდგარი კომბო მენიუები (ნებისმიერი პროდუქტი + კარტოფილი + გამაგრილებელი სასმელი და კეჩუპი). აქამდე არსებული ჰაშბრაუნი ახალი, უზეთოდ შემწვარი უგემრიელესი კარტოფილით ჩანაცვლდება და კომბოს კეჩუპის საწებელიც დაემატება. “ეს ჩვენი კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ინოვაციაა. კომბო მენიუების არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი ჩვენს ყოველდღიურად ახალ, უგემრიელეს ხაჭაპურს, ლობიანს, ხორცისა და კარტოფილის ღვეზელებს, პანინის სენდვიჩებს, ბურგერებსა თუ ბეიგელებს მათ ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად შეიძენს. ამასთან, ასორტიმენტის მატრიცის ამგვარი გაფართოვებით “დანკინ დონატსი” საქართველოში სრულფასოვანი რესტორნების ყველაზე ფართო ქსელად ჩამოყალიბდა, სადაც მომხარებელი საკვების შერჩევას დროის ნებისმიერ მონაკვეთში დილით, შუადღეს და საღამოს უპრობლემოდ შესძლებს“, -აღნიშნა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. მომდევნო კვირაში „დანკინ დონატსი“ კიდევ ერთ რესტორანს თბილისში, ყაზბეგის #30-ში გახსნის და „დანკინ დონატსი“ საქართველოში უკვე 18 რესტორნით იქნება წარმოდგენილი. „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში არსებულ „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი პროდუქტების დიდი ასორტიმენტი, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის, იტალიური ყავის მარცვლებზე შექმნილი ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაისა და ქოლატას პროდუქტები, ნაირფეროვანი დონატები და მაფინები. დღეისათვის “დანკინ დონატსი” საქართველოში ბრენდირებული რესტორნების ყველა ფართო ქსელია. “დანკინ დონატსის” ქსელს 2016 წელს კიდევ რამდენიმე რესტორანი შეემატება.
(R)
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)