|
2025-06-18 13:30:24, 614 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტი მიიღო
უკრაინის უმაღლესმა რადამ მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესმა რადამ საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მიღებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით ცვლილებებს და მრავალმოქალაქეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 243-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინის უმაღლესი რადას წევრის, ირინა გერაშჩენკოს ცნობით, კანონპროექტი უკრაინის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პირობებს უზრუნველყოფს, რომლებიც რუსეთის აგრესიით გამო იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და ასეთი პირებისთვის უკრაინის მოქალაქეობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტი უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის აფართოებს გარკვეული კატეგორიის უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე იმ პირებისთვის, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა სამხედრო სტრუქტურებში მსახურობენ. დამატებით, კანონპროექტი მრავალმოქალაქეობის შემთხვევებსა და უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლებს ადგენს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონპროექტს უკრაინის კონსტიტუციის, ისტორიისა და უკრაინული ენის ცოდნის შესამოწმებლად სავალდებულო გამოცდის შესახებ პუნქტები დაემატა. ცნობისთვის, მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას 2024 წლის იანვარში წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)