2016-03-18 17:22:03, 515 ნახვა
საზოგადოება
ბაღებიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხს, საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა
ხმაურით გაიხსნა თბილისის საკრებულოს სხდომა. სუტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის, ბაღებიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.
ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივად პოლიტიკური მიზეზი დაასახელა.
უმცირესობის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას საპასუხო განცხადება "ქართული ოცნებიდან" მოჰყვა .
დეპუტატებმა "ნაციონალურ მოძრაობას" მათი მმართველობის პერიოდი შეახსენეს და აცხადებდნენ, რომ მათ მორალური უფლება არ აქვთ, ისაუბრონ დარღვევებზე, მათ შორის ამ კონკრეტული მიმართულებით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან