2025-06-17 16:46:28, 263 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ეს სასამართლო ჩემზე არაა, არამედ ე.წ მოსამართლე ჯვებეზეა
ეს სასამართლო ჩემზე არაა, არამედ ე.წ მოსამართლე ჯვებეზეა [ნაჭყებია], ამიტომ არ მოვედი დღეს პროცესზე, ამიტომ არ მივალ არც 23-ში - მაშინ გაირკვევა, მზადაა თუ არა ჯვებე დათმოს დღევანდელი პატივი, წესდება, კეთილდღეობა და უარი თქვას კლოუნის წითელი ცხვირის ტარებაზე, ოღონდ ეს ვერ იქნება ციხის ნაცვლად ჯარიმა ან სხვა რამე, მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მერ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, მისი „პასუხი გასაგებია და საინტერესოა, რა იქნება ჯვებეს პასუხი 23 ივნისს”. „სასამართლო პროცესები იმიტომ არის საჭირო და მას იმიტომ ესწრებიან, რომ გაარკვიონ, ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული თუ არა. მე არ მგონია, რომ ჩემთან მიმართებით რამე იყოს გასარკვევი. იმ დარბაზში თუ დერეფანში არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია ჩემთან მიმართებით. სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ მე მას ზიანი მივაყენე. ამიტომ ეს სასამართლო ჩემზე არაა. ეს სასამართლო ე.წ მოსამართლე ჯვებეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამას ვერც ხვდება. ამ პროცესებზე ხალხი იმის სანახავად დადის, რომ ლაივში ნახოს - რას იზამს ჯვებე. ჯვებემ კი სულ რაღაც 4-5 დღის წინ ჩემგან 3 საკნით დაშორებით ციხეში ჩასვა სრულიად უდანაშაულო ადამიანი. სადმე გარბოდა ნიკა გვარამია? თუ დანაშაული ჩაიდინა განმეორებით? იმავე ჯვებემ, პოლიტიკური მოტივით დაჭერილ ანტონ ჩეჩინს, რომელსაც თავში გაურკვეველი სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და რომელსაც ტანზე დადასტურებულად ეტყობა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, არ შეუცვალა აღკვეთი ღონისძიება და ჩატოვა ციხეში. ამიტომ არ მოვედი დღეს პროცესზე, ამიტომ არ მივალ არც 23-ში. ვიღაც შიმპანზის მორალის მქონე ხალხმა, რომელთაც რუსეთის დღევანდელმა მეფისნაცვალმა ხელში ჩაუგდო პატარა ძალაუფლება, გადაწყვიტა, რომ თუ ციხით დამემუქრებოდნენ, კლოუნის წითელ ცხვირს დავიმაგრებდი და ვეახლებოდი. ჩემი პასუხი გასაგებია. 23-ში საინტერესო იქნება ჯვებეს პასუხი. მიუხედავად მისი ქმედებებისა, მისივე პროფესიიდან გამომდინარე, მას ყოველ ჯერზე აქვს შანსი - ისევ იქცეს ადამიანად. ამიტომ, 23-ში რაც გაირკვევა, ესაა - მზადაა თუ არა ჯვებე დათმოს დღევანდელი პატივი, წესდება, კეთილდღეობა და უარი თქვას კლოუნის წითელი ცხვირის ტარებაზე. ოღონდ ეს ვერ იქნება ციხის ნაცვლად ჯარიმა ან სხვა რამე. მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს. P.S საუბედუროდ, კაცობრიობის ისტორია სავსეა ჯვებეებით. ჯვებეების მმართველობა (თუ ჯვებეებით მმართველობა) უნდა დასრულდეს!”,- ნათქვამია ჯაფარიძის წერილში. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება. როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, სასამართლო ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, საბოლოო სიტყვით ისარგებლოს.
მაია ცქიტიშვილი - ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა
საელჩო ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას, რომელიც პატიმრობაშია, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იბარებს
დონალდ ტრამპი - ახლა ჩვენ სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს ირანის ცაზე
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი G7 სამიტზე ჩავიდა, რომელიც კანადაში იმართება
![]() უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი გენერალური პროკურორი აირჩია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|