|
2016-03-18 16:30:15, 657 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების თემაზე ლექცია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, ახალგაზრდა ლიდერებთან და სტუდენტებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა თემაზე -„კიბერსივრცის მნიშვნელობა და საფრთხეები - რა გამოწვევების წინაშე შესაძლოა დადგეს კიბერსამყარო“. ლექცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრიას გოცირიძემ წაიკითხა. იგი სტუდენტებს კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, კიბერსივრცის ზოგად მახასიათებლებსა და კიბერთავდაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებზე ესაუბრა. მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ანდრია გოცირიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას არა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, ზოგადად, საზოგადოებაში ითვალისწინებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწყების პრიორიტეტებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ ლექციების სერიას ქვეყნის მასშტაბით არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებენ.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)