16:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 09:55:58, 581 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო ლაჩრული ხდება

ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით ჩემს ძალისხმევას გავაგრძელებ, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებით, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“, მისი შეფასებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“.

„ქართველი ხალხის 200-დღიანი მამაცური საპროტესტო აქციების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო ლაჩრული ხდება. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს. ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით ჩემს ძალისხმევას გავაგრძელებ, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებით“, - წერს ჯინ შაჰინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics