17:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 14:05:50, 916 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - მიმდინარეობს გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი

გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს, ეს არ არის სასამართლო. ეს არის ფარსი, - ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამ პროცესს არაფერი საერთო სამართალთან არ აქვს.

„გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს, ეს არ არის სასამართლო. ეს არის ფარსი. ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რეპრესიული ინსტრუმენტი, რომლითაც რეჟიმი ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს ყველა პოლიტიკური ლიდერი.

გუშინ, გიორგი ვაშაძე სწორედ ამ პროცესისთვის საქართველოში დაბრუნდა.

ყველაფრისთვის მზად არის - მშვიდად, მტკიცედ, ღირსებით.

ის არ დაბრუნდა კომფორტისთვის, დაბრუნდა ბრძოლისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ღირსეულად აგრძელებს.

ყველამ ვიცით, ასეთი რეჟიმები დიდხანს ვერ ძლებენ, რადგან ძალადობა არასდროს არის ძლიერი სახელმწიფოს საყრდენი.

ჩვენ, ქართველებმა, არაერთხელ გავუძელით და გადავრჩით.

არც ეს ბრძოლა დასრულდება სხვაგვარად, აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით.

საქართველო ევროპისკენ მიდის და ამ გზას ვერავინ შეაჩერებს.

ჩვენი მომავალი ევროპაშია, არა რუსულ ჭაობში, სადაც რეჟიმი ყველას მიგვაქანებს“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics