|
2025-06-16 13:14:39, 1236 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა საცალო მიმართულებით AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის Global Finance-ის 14 ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიურმა ორგანიზაციამ, საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის ფინანსებში დანერგვისთვის Global Finance-ისგან 14 ჯილდო მიიღო. საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance ახალი დაჯილდოების AI in Finance Awards 2025-ის პირველი გამარჯვებულები გამოავლინა. დაჯილდოებების პირველივე ეტაპზე საქართველოს ბანკმა საცალო მიმართულებით ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის წარმატებული ინტეგრაციისთვის ჯამში 14 ჯილდო მოიპოვა. აღნიშნულ დაჯილდოებას Global Finance CGI-სთან — საერთაშორისო IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ახორციელებს. CGI გლობალურ დონეზე ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული. AI in Finance Awards-ის მიზანია იმ საფინანსო ინსტიტუტების გამოვლენა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფინანსურ მომსახურებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ. „ბანკში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვა და განვითარება ჩვენთვის მხოლოდ ყოველდღიური ტექნოლოგიური ამოცანა არაა — ეს არის გზა, რომ თითოეულ მომხმარებელს მარტივი, სწრაფი და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ. საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით 14 ჯილდო კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შედეგს, რომელიც ჩვენი გუნდის ინოვაციურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს მოაქვს”, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში 14 ჯილდო შემდეგ ნომინაციებში მიიღო: ქვეყნის ქვეკატეგორიები:
რეგიონის ქვეკატეგორიები (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა):
საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით:
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)