|
2016-03-18 15:16:10, 828 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი გალერეაში კომპანია Dalberg-ის კალიფორნიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია გაიმართა
თიბისი გალერეაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსა და „თიბისი ბანკის“ ორგანიზებით, გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Dalberg-ის კალიფორნიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ჯო დოგერთის საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე-ფილანტროპიის მიღმა: ინვესტიცია საერთო, ურთიერთმომგებიან ფასეულობებში. ლექციის დაწყებამდე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე. ლექციის დამთავრებისა საჯარო დისკუსია გაიმართა. "ჩვენთვის თემა სოციალური პასუხისმგებლობის და საერთოდ დამოკიდებულების ბიზნესის გარე სამყაროსთან არა ბიზნესური ასპექტით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამეთუ ჩვენი ფილოსოფია შექმნის დღიდან ემყარება იმას, რომ მარტივად რომ ავხსნათ, ვერ იქნები ბედნიერი, თუ შენ გარშემო ბევრი გაჭირვებული და დაულაგებელი თემა არსებობს. საერთოდ, ბიზნესიც არის ჩემი აზრით იმ საქმის კეთება, რომელიც შენს გარშემო სხვას სჭირდება. სხვას რაც სჭირდება, ეს არ არის მხოლოდ პროდუქტი, სერვისი, რაღაც მომსახურება, თუ ასე შემდეგ. ეს არის დამოკიდებულება, ყურადღება და ის პასუხისმგებლობა, რომ შენს გვერდზე მყოფი ადამიანები, საზოგადოება გრძნობდეს არა მარტო იმას, რომ შენ რაღაც გადასახადებს იხდი და კანონმდებლობას ემორჩილები, სწორად აკეთებ ბიზნესს, არამედ იმას, რომ შენ ამას აკეთებ მთელი გულით და ცდილობ, რომ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნო და ამ ადამიანებს მისცე საშუალება, მათაც შექმნან თავიანთი თემები, თავიანთ სფეროში გაძლიერდნენ და თუ ამას ზემოდან ემატება გულწრფელი ქველმოქმედება, ეს კიდევ ალამაზებს ამას ყველაფერს",-განაცხადა ხაზარაძემ. მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა საქველმოქმედო შემოწირულობების მიმართ ტრადიციული მიდგომა "საერთო ფასეულობების" ინიციატიცით ჩაანაცვლეს, რაც ფილანტროპიის მეშვეობით განხორციელებულ იმ ინვესტიციებს გულისხმობს, რომლებიც არა მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობს, არამედ თავად კომპანიების გრძელვადიან ინტერესებსაც ემსახურება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის, რომელიც ახორცირელებს აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი დოლარის გრანტს, მნიშვნელოვანია ინდუსტრიასთან და კერძო სექტორთან პარტნიორობა. საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური განათლების ხარისხის გაძლიერების მიზნით ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განატლების მიმართულებით საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტები მიზნად ისახავს ინდუსტრიის, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ადამიანური კაპიტალის ინვესტიციაში, კერძო სექტორის მხრიდან მოხდეს ე.წ. "საერთო ფასეულობების" გაძლიერება. შესაბამისად, საჯარო ლექცია დაეთმო აღნიშნულ კონცეფციაზე საუბარს, მოხდა რამდენიმე არსებული საუკეთესო მაგალითის განხილვა და კორპორატიული-სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)