|
2025-06-14 10:12:38, 6027 ნახვა
სხვადასხვა
ტრამპი და ზელენსკი ნატოს სამიტზე დაპირისპირების რისკის გამო ვერ შეხვდებიან - The Telegraph
ჰააგაში ნატოს სამიტის ორგანიზატორები პროტოკოლს ყურადღებით გეგმავენ, რათა თავიდან აიცილონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სხვა ლიდერებს შორის შეტაკება. The Telegraph-ის ცნობით, ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობა საჯარო დაპირისპირების რისკის გამო შეზღუდული იქნება. ასევე არ გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრები, რომელიც კოორდინაციას უწევს დასავლეთის სამხედრო დახმარებას კიევისთვის, ან „მსურველთა კოალიციის“, რომელიც წარმოადგენს ინგლის-ფრანგულ ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის. ნატოს სამიტი 2025 წლის 24-25 ივნისს, ჰააგაში, მსოფლიო ფორუმის საკონფერენციო ცენტრში გაიმართება. ეს იქნება ნატოს პირველი სამიტი ნიდერლანდებში და ასევე პირველი ახალი გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თავმჯდომარეობით. კომუნიკეში მხოლოდ ყველაზე ძირითადი თეზისები იქნება შეტანილი: რუსეთი აღიარებული იქნება „საფრთხედ“ და უკრაინას საყოველთაო მხარდაჭერას მიანიჭებენ, თუმცა „წევრობისკენ შეუქცევადი გზის“ ხსენების გარეშე. ტექსტში ასევე არ იქნება მოცემული კლიმატისა და ჩინეთის შესახებ რაიმე პუნქტი, თუმცა წინა დოკუმენტებში პირდაპირ იყო მითითებული მისი როლი რუსეთის მხარდაჭერაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)