|
2016-03-18 14:06:34, 566 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ამერიკელი ფსიქოლოგები ეწვივნენ
საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელშეწყობით თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ვიზიტით აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების მაიორი, ლიცენზირებული ფსიქოლოგი ჯოელ ფოსტერი და მაიორი, კლინიკური ფსიქოლოგი დევიდ თუბმენი ეწვივნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრებზე ყურადღება ფსიქოლოგიური დახმარების საკითხების მენეჯმენტსა და შემდგომი განვითარების სტრატეგიას დაეთმო. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ერთკვირიანი საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა. სემინარის ძირითადი თემები თვითმკვლელობის საფრთხის შეფასება და მართვა, საჰაერო ძალებში სუიციდის პრევენცია, მდგრადობა და პრევენციული ზომების გატარება, პირად შემადგენლობასა და ოჯახზე ზრუნვა, ასევე, საჰაერო ძალების წევრთა ყოვლისმომცველი მომზადება იყო. ამერიკული მხარის ინიციატივით სამხედრო ფსიქოლოგიის სფეროში ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განხორციელების საკითხების განხილვაც შედგა. დღეს ტრენინგ-სემინარის მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სემინარის ინსტრუქტორებმა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებმა კი, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სიხარულიძისგან მადლობის სერტიფიკატები მიიღეს. დეპარტამენტის უფროსმა მსგავსი შეხვედრებისა და სემინარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)