|
2016-03-18 13:52:05, 591 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულების ხელმძღვანელს, მეთიუ ბოუსქეთს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის მიმართულების ატაშეს, ალვარო ორტეგას და ევროკიმისიის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD- I)ფარგლებში განხორციელებული პროექტები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების დაექსტენციის სისტემის, მათ შორის მობილური ექსტენციის სერვისის შემუშავების მნიშვნელობაზე. დანელიამ მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა დახაზგასმით აღნიშნა, რომამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც ხელს უწყობს საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. შეხვედრაზე საუბარიასევე შეეხო ENPARD II-ის ფარგლებშისოფლის განვითარების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე მოამზადა სოფლის განვითარების კონცეფცია, რომელიც კომენტარებისა და მოსაზრებების მიღების მიზნით, გადაგზავნილია სხვასამინისტროებში. შეხვედრაზე მეთიუ ბოუსქეთმა სამინისტროს საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია ENPARD III - ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის)ფორმირება და მინისტრს საბიუჯეტო დახმარების ნაწილში ძირითადი კომპონენტების წარდგენა სთხოვა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)