2025-06-13 12:16:00, 874 ნახვა
პოლიტიკა
ეკა მიშველაძე Facebook პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს
ჟურნალისტი ეკა მიშველაძე Facebook-პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს. ჟურნალისტს მარიამ ლაშხმა უჩივლა სიტყვა "მონის" გამო.
მამუკა მდინარაძეზე Facebook პოსტის გამო, გუშინ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივიან. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში 15-მდე პირის პროცესი ჩაინიშნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,