|
2025-06-13 12:15:27, 881 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორების განმარტებით, შუამდგომლობის მიზეზი გვარამიას მხრიდან მისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობაა. დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი შესვენების შემდეგ, მოსამართლემ ადვოკატებს შუამდგომლობაზე პოზიცია ჰკითხა, რაზეც დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიასთან კონსულტაციის შემდეგ, მათ მხოლოდ ის აქვთ სათქმელი, რომ გადაწყვეტილება მოსამართლეს თავად მიეღო. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. როგორც ცნობილია, ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართება. ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)