14:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 11:33:14, 623 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

ბრალდებულმა პოლიტიკოსმა მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.

სხდომას თავად ნიკა გვარამია არ ესწრება.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას კითხვაზე, თუ რატომ არ არის ნიკა გვარამია წარმოდგენილი, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა უპასუხა, რომ „მისი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ პროცესს არ დაესწროს". აღსანიშნავია, რომ ის არც გასულ პროცესს ესწრებოდა, რის მიზეზადაც მისმა ადვოკატმა "საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა" დაასახელა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა თქვან. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება ნიკა გვარამიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-ლარიანი გირაოს სავარაუდოდ, პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან ბრალდებულმა პოლიტიკოსმა მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics