|
2025-06-12 19:09:09, 1049 ნახვა
სამართალი
ეკა მიშველაძე - სხდომა იყო ცირკი, ფარსი და ტყუილების კორიანტელი, სამართალთან და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა
სხდომა იყო ცირკი, ფარსი და ტყუილების კორიანტელი, სამართალთან და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. საერთოდ, რას მედავებიან, რაზე ჩივიან, ეს არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, არაფერ შუაში არ არის ყველაფერი ის, რაზეც ლაპარაკობენ , - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის იყო დაბარებული. როგორც მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან პროცესზე ნაცემი ადამიანების ფოტოები მიიტანა და რიტორიკულად იკითხა, ამ დანაშაულებზე ვინმე თუ იყო დასჯილი. “დღევანდელი სხდომა დასრულდა და ხვალისთვის გადაიდო სარეზოლუციო ნაწილი ანუ განაჩენს ხვალ გამოაცხადებს მოსამართლე. შსს-მ მოითხოვა ჯარიმა და ხვალ ვნახავთ, რა იქნება. ალბათ ჯარიმას დამაკისრებენ, სხვა რა უნდა იყოს. თავად სხდომას რაც შეეხება, ცირკი, ფარსი და ტყუილების კორიანტელი იყო. სამართალთან და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. საერთოდ, რას მედავებიან, რაზე ჩივიან, ეს არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, არაფერ შუაში არ არის ყველაფერი ის, რაზეც ლაპარაკობენ ესენი. ზუსტად ვიცი, რაც იქნება და როგორც იქნება, მაგრამ მე დღეს უბრალოდ მოვედი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა. მოვიტანე ნაცემი ადამიანების ფოტოები და მარიამ ლაშხის გასაგონად, იმ ახალგაზრდას გასაგონად, შსს-ს ვინც წარმოადგენდა, მოსამართლის გასაგონად დავსვი კითხვა - ამ ადამიანებზე მოძალადეები, ვინმე დასჯილა? ვინმეს პასუხისმგებლობა დამდგარა? იცით, ვინ არიან ეს ადამიანები-მეთქი? მოსამართლემ მითხრა, მე თქვენ კითხვას ვერ დამისვამთო, მე კი ვუპასუხე, რომ რიტორიკულ კითხვას ვსვამდი და ჩემს სათქმელს ვამბობდი”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ. ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)