07:54 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-11 19:16:28, 1109 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - კაია კალასს ვესაუბრეთ და გადავეცით პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე დოკუმენტი

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ის ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად ფორუმს ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თინა ბოკუჩავამ ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მასთან ერთად კი იმყოფება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი წერეთელიც.

“მე და გიგი წერეთელი ვართ ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც ძალიან მაღალი დონის შეკრებაა ბრიუსელში. კოლეგებს შევუერთდით მას შემდე, რაც მოვუსმინეთ კაია კალასს, ვესაუბრეთ და გადავეცით დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე დოკუმენტი.

რაში მდგომარეობს გამოსავალი? ეს არის ახალი სამართლიანი, საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ეს არის ის, რაც აერთიანებს დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთიანი გზავნილი საქართველოს მეგობრებისთვის ბრიუსელშიც”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics