|
2025-06-11 12:23:28, 681 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანა, რომელიც ღამით, მალულად და დამცველების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს, კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა
ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა - ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქტივისტის, თემურ ქათამაძის მიერ ქვეყნის დატოვებას. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „ქვეყანა, რომელიც სხვა სახელმწიფოში საკუთარ მოქალაქეს იტაცებს ყოველივე სამართლებრივი პროცედურების (ექსტრადიციის) უგულებელყოფით, რომელიც ღამით მალულად და მისი დამცველების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს… ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა. რა დავარქვათ მას, ეს საკითხი კი ღიაა!“- წერს ზურაბიშვილი. ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა. თემურ ქათამაძის მეუღლის ინფორმაციით კი დაკავებული აქტივისტი თურქეთში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)