|
2025-06-10 17:56:06, 1290 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბრენდინგის შესახებ ბიზნეს სესია გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. ღონისძიებების სერიის ფარგლებში, 11 ივნისს, 20:00-ზე გაიმართება ლექცია თემაზე - „ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია“, რომელსაც minds&marketing-ის დამფუძნებელი, მარიამ ბებიაშვილი გაუძღვება. ლექცია განკუთვნილია იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ ძლიერი ბრენდის შექმნით ბაზარზე გამორჩეული პოზიცია დაიმკვიდრონ. შეხვედრაზე განხილული იქნება ბრენდის შექმნის პროცესი - რა ეტაპები უნდა გავიაროთ იდეის გაჩენიდან ბრენდის ჩამოყალიბებამდე. თუ როგორ შეუძლია ბრენდს, განსაზღვროს ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება. მარიამ ბებიაშვილი ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:
შეხვედრა 11 ივნისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება. ბიზნეს სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)