08:58 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 15:21:56, 880 ნახვა

პოლიტიკა
რუსუდან თევზაძე - საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის რუსუდან თევზაძის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება.

როგორც თევზაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ პროფესიონალი კადრების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი.

„მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად, სკოლამდელი განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველოები უქმდება. სამსახურიდან მაღალი რანგის პროფესიონალებს ათავისუფლებენ, რაც დანაშაულებრივი ქმედების ტოლფასია. ყოველივე ეს ახალგაზრდა თაობას და მათ მშობლებს მოზარდზე მორგებულ, ინკლუზიური განათლების დასავლურ სიკეთეებს უსპობს. ორივე მიმართულება - სკოლამდელი განათლება და ინკლუზიური განვითარება - განათლების ყველა საფეხურის ფუნდამენტია, აღნიშნულის გაუქმებით კი დაიწყება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სასკოლო განათლების სრული დეგრადაცია. საფრთხის წინაშე დადგება მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული სკოლამდელი განათლება ყველა ბავშვისთვის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება. ამ სამმართველოების ფაქტობრივი გაუქმების მიზანი კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებაა. იმ პროფესიონალების, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დასაცავ პეტიციას ხელი მოაწერეს. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაზა თავაძის მეუღლე, თეა ძოწენიძეა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ პროფესიონალი კადრების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება დემოკრატიული მმართველობის ფორმას! ყველა ინსტიტუტი აუცილებლად გახდება მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული და არა ერთი პარტიის დავალებების შემსრულებელი და მსახური. აქვე, რეჟიმის ყველა დაზარალებულს ვუცხადებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, - განაცხადა რუსუდან თევზაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics