|
2025-06-10 15:09:10, 708 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და ყველანაირად ცდილობს, ლეგიტიმაცია მოიპოვოს. პეტრე ცისკარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იტალიაში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით, ხელისუფლება ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს. „ჩვენთვის სიახლე ნამდვილად არ არის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას, ოღონდ ეს საკონსულოების გახსნით და ფართომასშტაბიანი ვიზიტებით არ გამოუვათ. თუ უნდათ ლეგიტიმაცია, ამისთვის საჭიროა ევროპულ ღირებულებებს ეზიარონ, რომელიც მდგომარეობს დემოკრატიაში, არჩევნების არ გაყალბებაში, კანონის უზენაესობაში, ადამიანის უფლებების დაცვაში და ა.შ. რისი გაკეთებაც მათ უბრალოდ არ უნდათ, ეს ეწინააღმდეგება მათ ფილოსოფიას, მათ პოლიტიკურ დნმ-ს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ცვლილებები და რეფორმები გატარდა, მათ ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის. ამიტომ, ლეგიტიმაციის მოპოვებას უბრალოდ, მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ვერ შეძლებენ”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)