|
2025-06-10 10:05:45, 847 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი - პოლიტიკური ოპონენტების დევნა გახდა სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად
თინა ბოკუჩავას ოჯახზე ზეწოლა და მისი მეუღლის ამგვარი მეთოდით დაშინება, მითუმეტეს ისეთ თემაზე, რაზეც მან წლების წინ საჯაროდ მოიბოდიშა, მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება და ხელისუფლების სისუსტის ნიშანია, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს. გიგი წერეთლის შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანგარიშსწორება და დაშინება გახდა სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. „ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სასამართლოებში პოლიტიკური ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების პროცესებს, სინდისის პატიმრების და მათი ოჯახების შეუპოვარ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ, საპროტესტო საზოგადოების უწყვეტ აქციებს თვეების განმავლობაში და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაკარგვის სამწუხარო რეალობას. ამ ვითარებაში „ოცნების“ ხელისუფლებას პასუხი მხოლოდ რეპრესიები და ძალის დემონსტრირებაა. პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანგარიშსწორება და დაშინება გახდა სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას და აღრმავებს არსებულ კრიზისს. ამავდროულად, ეს ვერ შეაჩერებს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ცივილიზებული მომავლისთვის ბრძოლას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)