2025-06-09 21:36:08, 247 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - სისხლის სამართლის კოდექსს ახალი სასჯელის სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაემატება
![]() „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს „უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვა“ დაემატება. მდინარაძის თქმით, ასევე იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. „განვიხილეთ საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, გავრცელებული კადრებით თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე აწუხებს. ამ გამოწვევების ადეკვატურად მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა - „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რომელიც გულისხმობს შემდეგს - სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი სასჯელის სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსავლის აკრძალვა. ასევე იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თინა ბოკუჩავა - მეც დამიბარეს გამოკითხვაზე, მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით
მდინარაძე - სისხლის სამართლის კოდექსს ახალი სასჯელის სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაემატება
დონალდ ტრამპი - ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა
მარკ რუტე - შესაძლოა, რუსეთმა ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყენოს
|
რედაქტორის რჩევით
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
აშშ-ს მტერი - რუბიომ ოცნების რეჟიმს, მისი კუთვნილ ადგილისკენ მიუთითა
ომი უკრაინაში![]() რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა დაიწყო
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
|