00:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 20:10:49, 834 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია იოსელიანზე - კიდევ ერთი სიმპტომია იმისა, საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა

რეჟიმის ლიდერის და ოლიგარქის ან მისი ოჯახის წევრების პერსონალური შეურაცხყოფის ან უხამსი პოლიტიკური კრიტიკის გამო ოპონენტების საჯარო მობოდიშების და მონანიების იძულება - კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომია იმისა თუ საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა..

რაც არ უნდა მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რეჟიმის პროპაგანდისგან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ის რაც უკვე ვიხილეთ და რაც უდავოა - ვგულისხმობ საჯარო მონანიებას ხელისუფლების ოპონენტისგან, სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ აქ სწორედ ასეთ სახიფათო მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად ქვეყანაში იმ ხასიათის რეფორმები უნდა ჩატარდეს, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების მქონე პირთაგან ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენებას. - აცხადებს პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 

8 ივნისს ენმ-ს პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა 50-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის 7 წლის წინ მასზე გაკეთებული განცხადებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics