2025-06-09 17:29:55, 260 ნახვა
პოლიტიკა
ბაჩიაშვილი - ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს
![]() "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა. როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული გაიტაცეს და უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში. მისი თქმით, ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება. "პატივცემულო მოსამართლე, 13 წელი ვმუშაობდი ივანიშვილისთვის სტრუქტურაში, საჯაროდ განვაცხადე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება... მან პირდაპირ მომთხოვა იმ ანტიდასავლური, ანტიევროპული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე ბატონი შათირიშვილი აქვეყნებს. ზუსტად აქ ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენს შორის მოხდა. ივანიშვილმა მომიწყო სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთადერთი გზა დამიტოვა, ჩემი ბედის ხელში აღება, ამაშია მთელი უბედურება. თუმცა, ესეც არ ეყო და შემდეგ კრიმინალურ მეთოდს - მოტაცებას მიმართა, იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს, იმ მეთოდს, რომლითაც კალაძეს მოსტაცეს ძმა ზუსტად იგივე მიზნით - ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო მიტაცებული არ ჰქონდათ. ყველა ნორმის დარღვევით, თავზე "მეშოკჩამოფარებულო", უკანონოდ, საერთაშორისო კანონის დარღვევით საქართველოში ჩამომიყვანეს. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. თქვენთვის ალბათ, გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს სუსი იძიებს, ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. მე როგორ ვიპოვი სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე ორი წელი ჯოჯოხეთი მომიწყო მე და ჩემს ოჯახს? როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო? ზოგ-ზოგიერთები გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ, რა კარგია, წამება არ არისო, აბა, კითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? კითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების, "სინდისის პატიმრების" მშობლებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება?",- განაცხადა ბაჩიაშვილმა. მისი განმარტებით, მის მიმართ თანხის გამოძალვას აქვს ადგილი. "ჩემს მიმართ დიდძალი თანხის გამოძალვა მიმდინარეობს, ერთ პროცესში წაიღეს მთელი ჩემი ქონება, იმ განაჩენზე დაფუძნებით, რომელიც საბოლოოც კი არ იყო",- განაცხადა ბაჩიაშვილმა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას განუმარტა, რომ სხვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე განმარტებას ვერ გააკეთებს, თუმცა, უთხრა, რომ "დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი არც ერთი უფლება ამ სხდომებზე არ დაირღვევა".
თინა ბოკუჩავა - მეც დამიბარეს გამოკითხვაზე, მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით
მდინარაძე - სისხლის სამართლის კოდექსს ახალი სასჯელის სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაემატება
დონალდ ტრამპი - ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა
მარკ რუტე - შესაძლოა, რუსეთმა ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყენოს
|
რედაქტორის რჩევით
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
აშშ-ს მტერი - რუბიომ ოცნების რეჟიმს, მისი კუთვნილ ადგილისკენ მიუთითა
ომი უკრაინაში![]() რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა დაიწყო
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
|