2025-06-09 16:38:40, 255 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან
![]() უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ტყვეების გაცვლის პროცესი დაწყებულია. ტყვეების გაცვლა კიევსა და მოსკოვს შორის რამდენიმე ეტაპად უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე გათავისუფლებული უკრაინელების რაოდენობასთან დაკავშირებით საბოლოო მონაცემებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. ტყვეების გაცვლაზე მხარეები სტამბოლში გამართული ბოლო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ. „ჩვენები სახლში არიან, უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან. დღეს დაიწყო გაცვლა, რომელიც რამდენიმე ეტაპად უახლოეს დღეებში გაგრძელდება. ახლა დაბრუნებულთა კატეგორიებს შორის არიან დაჭრილები და მძიმედ დაჭრილები, ასევე 25 წელზე ნაკლები ასაკის პირები. პროცესი საკმაოდ რთულია, მრავალი სენსიტიური დეტალია, მოლაპარაკებები ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ სტამბოლის შეხვედრის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები ჰუმანიტარულ საკითხებზე სრულად იქნება განხორციელებული. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყველა დავაბრუნოთ. ამისთვის ყველა დონეზე ვმუშაობთ. უნდა დავაბრუნოთ სახლში ტყვეობაში მყოფი თითოეული ადამიანი. მადლობა მათ, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. არსებული ცნობებით, დღეს გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც ტყვეობაში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
თინა ბოკუჩავა - მეც დამიბარეს გამოკითხვაზე, მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით
მდინარაძე - სისხლის სამართლის კოდექსს ახალი სასჯელის სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაემატება
დონალდ ტრამპი - ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა
მარკ რუტე - შესაძლოა, რუსეთმა ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყენოს
|
რედაქტორის რჩევით
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
აშშ-ს მტერი - რუბიომ ოცნების რეჟიმს, მისი კუთვნილ ადგილისკენ მიუთითა
ომი უკრაინაში![]() რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა დაიწყო
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
|