|
2025-06-09 15:41:43, 1233 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა
სტარტაპ დაჯილდოების მთავარ მიზანს გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ადამიანების აღიარება წარმოადგენდა, რომლებიც მის ღირებულებებსა და თვისებებს იზიარებენ. გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში. წლევანდელი ღონისძიების თემატიკა მიეძღვნა გიორგი ტუხაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებას - ანტრეპრენერობას. 2025 წლის დაჯილდოებისთვის წარმოდგენილი იყო 4 ნომინაცია, რომლებშიც დაინტერესებულ პირებს როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირება შეეძლოთ. 50-ზე მეტი შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა. გაიცანით წლევანდელი ჯილდოს მფლობელები: Ecosystem Hero - რუსუდან ჩაჩანიძე, მედიალაბის ხელმძღვანელი ნომინაციაში გამარჯვება დაკავშირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5,000 ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი და სხვა. ნომინანტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაჯილდოების ვებ-გვერდზე: GT Startup Awards . ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი ინიციატივაც - გიორგი ტუხაშვილის სახელობის მენტორობის შეხვედრები, სადაც რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც მენტორებს, ისე მენტორის მოძებნის მსურველ სტარტაპებს. შეხვედრები გაიმართება ორ თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ბმულზე . გიორგის მეგობრების ღრმა რწმენით, ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გაგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისთვის. ეს დაჯილდოება იქნება მუდმივი შეხსენება მომავალი თაობებისთვის,რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)