17:21 - 09 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 14:09:43, 237 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია იოსელიანის გატაცებაზე - ეს არის კადიროვის საქართველო

პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და გაიტაცა.

გვარამიას თქმით, ამას არავინ კადრულობს ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ხელის ბიჭების“ გარდა.

„სრულიად კატასტროფული იყო ის, რაც მოვისმინეთ. აღმაფრთოვანებელი იყო თინა ბოკუჩავას გამბედაობა, ასეთ ვითარებაში და ასეთ კონტექსტში ძალიან სწორხაზოვანი და პრინციპული პოზიცია. ჩვენ არცერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა, მიმართული იყო უპირველეს ყოვლისა, მის პოლიტიკური განეიტრალებისკენ. იმ პარტიის, რომლის თავმჯდომარესაც ის წარმოადგენს. სრულ თანადგომას ვუცხადებ თინას და კვლავ ვაფიქსირებ, რომ ამ უმძიმეს „მწვერვალებს“ ყოველდღიურად იპყრობს „ქართული ოცნება“. პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით. ყველაზე უფრო მოწყვლადი სუბიექტების მიმართ მუქარით. ვგულისხმობ, ბავშვებს და პირველ რიგში, მცირეწლოვან ბავშვებს. ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის. ასეთი რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლების წინ. ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები. წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმე, თუნდაც ირიბი თანამშრომლობა. უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლების, უპირველეს ყოვლისა, ამაში ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, რომ ჩაგვითრიოს პროცესის სიმულაციაში, რაც მხოლოდ მას აწყობს. არ აწყობს პირველ რიგში, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მოქალაქეებს და არ აწყობს არცერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, ჩვენ ამაში ღრმად დარწმუნებული ვართ“,-განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი
გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბორტზე, რითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა
საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი დაიწყო
პეტერ ფიშერი - მომაწვდიან ინფორმაციას, როგორ გავრცელდება „ფარა“ საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი