2025-06-09 09:49:16, 251 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიის გუბერნატორი - ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება
![]() კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომმის განცხადებით, შტატი სასამართლოში სარჩელს შეიტანს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ამის შესახებ გუბერნატორმა MSNBC-ს ინტერვიუს დროს განაცხადა. ნიუსომმი აღნიშნავს, რომ ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის განთავსების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება. „დონალდ ტრამპმა შექმნა ის პირობები, რასაც დღეს საღამოს თქვენ ტელევიზორში ნახეთ. მან გაამწვავა ვითარება მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია გამოჰყავდა“, – განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა. ნიუსომმა აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის განლაგების ბრძანებამ დაარღვია დადგენილი პროტოკოლები, რომლებიც მოითხოვს შტატების გუბერნატორებთან კოორდინაციას. „ისინი ჩემთან კოორდინაციაში არ ყოფილან. არსებობს პროტოკოლი, არსებობს პროცესი. მას ეს არ აინტერესებდა“, – განაცხადა ნიუსომმა.
|
რედაქტორის რჩევით
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
აშშ-ს მტერი - რუბიომ ოცნების რეჟიმს, მისი კუთვნილ ადგილისკენ მიუთითა
ომი უკრაინაში![]() უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინის ერთ-ერთ ოპერატიულ აეროდრომს დაარტყა
![]() უკრაინამ ჩუვაშიაში რუსული დრონებისა და რაკეტებისთვის ნავიგაციის სისტემების მწარმოებელ ქარხანას შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
|