00:18 - 09 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-08 16:44:34, 243 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების  შესახებ რეფერენდუმი ტარდება. ხმის მიცემა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელს, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა და არ ჰყავს იტალიის მოქალაქე ოჯახის წევრი, იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანა ამ ქვეყანაში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ შეუძლია.

რეფერენდუმზე წარმოდგენილი ინიციატივა ამ ვადის ხუთ წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, როგორც ეს საფრანგეთსა და გერმანიაშია.

ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამ რეფორმით, რომელსაც მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ უჭერს მხარს, შეიძლება, ისარგებლოს 2,5 მილიონმა ადამიანმა.

პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი  და მისი ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“ აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. მელონის განცხადებით, იტალიაში ამჟამად მოქმედი სისტემა არის შესანიშნავი და ერთ-ერთი ყველაზე ღია იმის გათვალისწინებით, რომ იტალია მოწინავე ევროპულ ქვეყნებს შორისაა მოქალაქეობის მინიჭების ყოველწლიური მაჩვენებლით.

ევროკავშირის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს იტალიის მოქალაქეობა 213 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ეს მთელი ევროკავშირის მაჩვენებლის მეხუთედია. აქედან დაახლოებით 30 ათასი არგენტინელი იყო, რომლებსაც იტალიელი წინაპრები ჰყავდათ.

ჯორჯია მელონი და მისი კოალიციური პარტნიორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადონ.

რეფერენდუმი შემდგარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა  50%-ზე მეტი.

ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი რეფორმა არ შეცვლის მიგრაციული კანონს, რომლის თანახმადაც, იმ მიგრანტ ბავშვებს, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ, იტალიის მოქალაქეობის მიღების უფლება 18 წლამდე არ აქვთ.

იტალიის კონსტიტუციით, რეფერენდუმი იმართება, თუ ამ საკითხზე პეტიციამ 500 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.

ამჟამად რეფერენდუმზე, მოქალაქეობის გარდა, კიდევ ოთხი საკითხია დასაქმებულთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. წარმოდგენილ ინიციატივებს შორის ერთ-ერთი ართულებს სამსახურიდან გარკვეული კატეგორიის დასაქმებულების გათავისუფლებას, ერთი კი ითვალისწინებს კომპენსაციის გაზრდას მცირე ბიზნესების მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე შიო - ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან, გემმა, რომლის ბორტზეც გრეტა თუნბერგი, იმყოფება ღაზის სექტორის სანაპირომდე მიაღწიოს
რომის პაპი - სადაც არს სიყვარული, იქ არ არის ადგილი „უსაფრთხოების“ ზონებისთვის
იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი