2016-03-17 22:26:49, 642 ნახვა
საზოგადოება
ხევსურეთში საგზაო ტექნიკა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა
ხევსურეთში, ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი სამუშაოების დროს, საგზაო ტექნიკა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ტრაქტორის მძღოლი, 55 წლის გოჩა ზარიძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა გრუნტის საფარზე მოხდა და იმ მონაკვეთზე თოვლის საფარი არ იყო. არსებობს ვერსია, რომ მემანქანე გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან მას ცოტა ხნის წინ შვილი დაეღუპა.
მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ რას უკავშირდება გოჩა ზარიძის გარდაცვალება, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან