|
2025-06-07 17:49:08, 1083 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას - მზად ვარ შეხვედრისა და დიალოგისთვის, საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით
ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციურ ძალებთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს. კერძოდ, ხაზარაძის კომენტარი მოჰყვა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინადადებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში დისკუსიის თაობაზე. ხაზარაძე აცხადებს, რომ საუბარი უნდა შედგეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე - ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით. „მზად ვარ შეხვედრისთვის და დიალოგისთვის, როგორც ყოველთვის. ეს საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე, ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით”, - წერს ხაზარაძე ელენე ხოშტარიას "ფეისბუქ" პოსტზე. შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მზად არის პირდაპირ ეთერში დაასაბუთოს, რატომ აზიანებს „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლის პროცესს, თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა. "რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ", - დაწერა ხოშტარიამ "ფეისბუქზე".
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)